Saturday, March 18, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია




დღეს  ჩვენი პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგშია, სრულად მაქვს წარმოდგენილი საჭირო მასალა, რაც პროექტის განხორციელებისათვის არის საჭირო. გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები, მივეცით რჩევები და რეკომენდაციები. ზოგადად ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი, მნიშვნელოვანი იყო.  აქ მიღებული ცოდნა გამომადგება ჩემს შემდგომ მუშაობაში, პროექტებით სწავლება სახალისო და საინტერესოა.
მადლობა ტრენერს ასეთი კარგი და საინტერესო ტრენინგისათვის.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Thursday, March 9, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო, რადგან დღეს გავწერეთ სასწავლო პროცედურები, დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვისწავლეთ კითხვარის შედგენა Google Drive-ის გამოყენებით და მისი ბლოგზე გამოქვეყნება. 

პროექტის კითხვარი

პროექტის კითხვარი

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeHASphY2a2OMhhCaUfLo2AwQ4HpgqktVVgTr3J1eh8U05Jug/viewform?usp=sf_link

Wednesday, March 8, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგის თემა იყო დიფერენცირებული სწავლება პროექტზე მუშაობის დროს, როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა დიფერენცირება, ვისაუბრეთ სწავლების სხვადასხვა სტილზე, მოსწავლეთა მხარდასაჭერად შევქმენით შაბლონი ( პრეზენტაცია Power Point-ში). ვფიქრობ, ეს, ისევე როგორც განვლილი ტრენინგები, ძალიან საინტერესო იყო, მივიღეთ საჭირო და გამოსადეგი ინფორმაცია, რომელსაც გამოვიყენებთ არა მარტო პროექტის განხორციელების დროს, არამედ საგაკვეთილო პროცესში.

Sunday, March 5, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი (სლაიდშოუ), შევქმენით შეფასების ინსტრუმენტი, რომლითაც შევაფასებთ მოსწავლეების მიერ შექმნილ და წარმოდგენილ პრეზენტაციებს, შევცვალეთ ბლოგის დიზაინი, ავტვირთეთ Google Drive-ზე ჩვენი პორტფოლიო.