Sunday, February 26, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს შევადგინეთ პროექტის შეფასების გეგმა.  შევარჩიეთ სამივე ეტაპზე მოსწავლეთა შეფასების  მეთოდები, გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ამგვარად, ტრენინგის ბოლოს ყველა ინსტრუმენტი გვექნება გამზადებული. ვისწავლეთ გონებრივი იერიშის, ვმვ ცხრილის შექმნა Word-ში. 

Saturday, February 25, 2017

მეორე დღის რეფლექსია

შევქმენი ბროშურა, რომლის საშუალებითაც მივაწვდი ინფორმაციას მოსწავლეებს სასწავლო პროექტის თემის, შინაარსის, მიზნების შესახებ. 

მესამე დღის რეფლექსია

შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები, ჩამოვაყალიბეთ პროექტის სასწავლო მიზნები, შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.

Saturday, February 18, 2017

პირველი დღის რეფლექსია

დიდი ხანია მინდოდა აღნიშნული ტრენინგის გავლა. ვფიქრობ, რომ პირველი დღის ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული იყო. ტრენერმა საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა. წინ გველის  რთული სამუშაო.